Wednesday, July 12, 2017

გადაცემა - მხიარული გრამატიკა

მხიარული გრამატიკა (ვიდეოს სანახავად გადადით ამ ლინკზე)

მთავარი

გამარჯობა, პატარა მკითხველო!
მე ნინო ლარცულიანი ვარ, საბავშვო მწერალი.
 გადავწყვიტე შევქმნა გრამატიკული ზღაპრების სერია თქვენთვის, რომელიც სამ ნაწილად იქნება დაყოფილი:
I - ანბანის ზღაპარი - „ანბანო“ მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“;
II - მორფოლოგიური ზღაპრი - „ცელქი ბიჭუნა ზმნა და მისი მეგობრები“;
III - სინტასური ზღაპარი - „სინტაქსების ოჯახი“.
ამ სამეულიდან პირველი წიგნი უკვე გამოცემულია, რომლის ადაპტირებულ ვერსიასაც (სავარჯიშოებითა და თამაშებით) ბლოგზე პერიოდულად შემოგთავაზებთ.
მეორე ნაწილის რამდენიმე თავი შეგიძლიათ იხილოთ აღნიშნულ ბლოგზე.
მესამე ნაწილს კი პერიოდულად შემოგთავაზებთ. 
ამ წუთიდან ვიწყებ თქვენთვის წერას ბლოგზე, კარგად დააკვირდით საათს... მაშ ასე, დროის ათვლა დაიწყო............

Thursday, June 22, 2017

ანბანის ზღაპარი

„ანბანო მამიკო, ფონეტიკა დედიკო და მხიარული ასოები“  (ვიდეოს სანახავად დააწკაპეთ ამ ლინკზე).
ხოლო სლაიდ შოუს სანახავად გადადით ამ ლინკზე

https://www.slideshare.net/gramatika123/i-77780886

ზღაპარი ქართულ ანბანზე, სადაც  ასოები ზღაპრის პერსონაჟები არიან ...
ნახეთ ვიდეო და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.

Thursday, April 13, 2017

რიცხვითას თავგადასავალი


რიცხვითა ძალიან სერიოზული ბიჭუნა იყო, სულ დაფიქრებული დადიოდა და საჩვენებელი თითით ყველაფერს ითვლიდა: სახლებზე - აივნებს, გზაზე - ხეებს, ცაზე - ღრუბლებს, მიწაზე - კენჭებს. აი, ასე: ერთი, ორი, სამი, ოთხი... თუ კი ნაცნობი შეხვდებოდა, მის სახეზე ითვლიდა: თვალებს, ყურებს, ცხვირს და გაღიმებული გოგონებს კბილებსაც კი დაუთვლიდა ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ნაწნავებსა და კიკინებზე. თუკი დიდხანს მოუხდებოდა თქვენთან ბაასი, შეიძლება თმის ღერები კი დაეთვალა თავზე.


არსებითას და ზედსართავას თავგადასავალი

არსებითა და ზედსართავა ორი მხიარული გოგონაა. ისინი სულ ერთად დადიან, დახტიან და დაჰქრიან,  ყველაფერს ახასიათებენ და თავის სახელს არქმევენ. ისინი ხომ ამის ოსტატები არიან. ზედსართავა მუდამ ყველას და ყველაფრის დახასიათებაშია: „დიდი“, „პატარა“, „წითელი“, "„ყვითელი“... არსებითა კი ყველას და ყველაფერს სახელებს არქმევს: „სახლი“, „ბურთი“, „ჰამაკი“, „თოჯინა“...
გზად ვისაც და რასაც დაინახავენ, ყველაფერს აღწერენ და სახელს არქმევენ. აი, ახლაც, გზაზე ხე შემოხვდათ, რომლსაც ნაყოფი უხვად ესხა. ზედსართავამ მაღლა აიხედა და თქვა:„წითელი“, არსებითად კი მაშინვე დაამატა:„ ვაშლი“. მერე გახარებულებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სიცილ-კისკისით გაუყვნენ გზას.
ასე აღწერეს: ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები, ოქროსფერი მზე, მწვანე ბალახი, ხის სახლი, თეთრი ბეკეკა და ასე შემდეგ.



Tuesday, January 31, 2017

ცელქი ბიჭუნა ზმნა და მისი მეგობარი ზმნიზედა

ზმნა ამ ქალაქში ყველაზე ცელქი ბიჭუნაა, მას სულ თან დაჰყვება ყურადღებიანი ბიჭუნა - ზმნიზედა. ის რომ არა, ზმნა ბიჭუნა ისე გაერთობოდა ცელქობით, რომ სულ არ მოაგონდებოდა, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის მიდიოდა სადმე. აი, უსმინეთ:
-  მივდივარ და მივდივარ და არ ვიცი სად!
- შენ ახლა  იქ მიდიხარ! - თავაზიანად შეახსენებს ზმნიზედა ბიჭუნა და თან პატარა საჩვენებელ თითს წინ გაიშვერდა.
-  ვარ, ვარ, ვარ, ნეტავ, როგორ ვარ?
- ძალაიანაც კარგად  ხარ! - მაშინვე მიუგებდა ზმნიზედა.
- დაბადების დღე მაქვს, მაქვს, მაქვს, ნეტავ, როდის?
- ხვალ! - გაახსენებდა ზმნიზედა.
ზმნა ძალიან მოუსვენარი ბიჭუნა იყო და ამასთანავე, ძალიან კეთილი და გამრჯეც.  მართალია, ცელქობა ძლიერ უყვარდა, მაგრამ დახმარებითაც ყველას ეხმარებოდა.