Thursday, April 13, 2017

რიცხვითას თავგადასავალი


რიცხვითა ძალიან სერიოზული ბიჭუნა იყო, სულ დაფიქრებული დადიოდა და საჩვენებელი თითით ყველაფერს ითვლიდა: სახლებზე - აივნებს, გზაზე - ხეებს, ცაზე - ღრუბლებს, მიწაზე - კენჭებს. აი, ასე: ერთი, ორი, სამი, ოთხი... თუ კი ნაცნობი შეხვდებოდა, მის სახეზე ითვლიდა: თვალებს, ყურებს, ცხვირს და გაღიმებული გოგონებს კბილებსაც კი დაუთვლიდა ხოლმე, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ ნაწნავებსა და კიკინებზე. თუკი დიდხანს მოუხდებოდა თქვენთან ბაასი, შეიძლება თმის ღერები კი დაეთვალა თავზე.


No comments:

Post a Comment