Thursday, April 13, 2017

არსებითას და ზედსართავას თავგადასავალი

არსებითა და ზედსართავა ორი მხიარული გოგონაა. ისინი სულ ერთად დადიან, დახტიან და დაჰქრიან,  ყველაფერს ახასიათებენ და თავის სახელს არქმევენ. ისინი ხომ ამის ოსტატები არიან. ზედსართავა მუდამ ყველას და ყველაფრის დახასიათებაშია: „დიდი“, „პატარა“, „წითელი“, "„ყვითელი“... არსებითა კი ყველას და ყველაფერს სახელებს არქმევს: „სახლი“, „ბურთი“, „ჰამაკი“, „თოჯინა“...
გზად ვისაც და რასაც დაინახავენ, ყველაფერს აღწერენ და სახელს არქმევენ. აი, ახლაც, გზაზე ხე შემოხვდათ, რომლსაც ნაყოფი უხვად ესხა. ზედსართავამ მაღლა აიხედა და თქვა:„წითელი“, არსებითად კი მაშინვე დაამატა:„ ვაშლი“. მერე გახარებულებმა ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და სიცილ-კისკისით გაუყვნენ გზას.
ასე აღწერეს: ცისფერი ცა, თეთრი ღრუბლები, ოქროსფერი მზე, მწვანე ბალახი, ხის სახლი, თეთრი ბეკეკა და ასე შემდეგ.



No comments:

Post a Comment