Tuesday, January 31, 2017

ცელქი ბიჭუნა ზმნა და მისი მეგობარი ზმნიზედა

ზმნა ამ ქალაქში ყველაზე ცელქი ბიჭუნაა, მას სულ თან დაჰყვება ყურადღებიანი ბიჭუნა - ზმნიზედა. ის რომ არა, ზმნა ბიჭუნა ისე გაერთობოდა ცელქობით, რომ სულ არ მოაგონდებოდა, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის მიდიოდა სადმე. აი, უსმინეთ:
-  მივდივარ და მივდივარ და არ ვიცი სად!
- შენ ახლა  იქ მიდიხარ! - თავაზიანად შეახსენებს ზმნიზედა ბიჭუნა და თან პატარა საჩვენებელ თითს წინ გაიშვერდა.
-  ვარ, ვარ, ვარ, ნეტავ, როგორ ვარ?
- ძალაიანაც კარგად  ხარ! - მაშინვე მიუგებდა ზმნიზედა.
- დაბადების დღე მაქვს, მაქვს, მაქვს, ნეტავ, როდის?
- ხვალ! - გაახსენებდა ზმნიზედა.
ზმნა ძალიან მოუსვენარი ბიჭუნა იყო და ამასთანავე, ძალიან კეთილი და გამრჯეც.  მართალია, ცელქობა ძლიერ უყვარდა, მაგრამ დახმარებითაც ყველას ეხმარებოდა.

No comments:

Post a Comment